loader

კადრები ვაკის პარკიდან, სადაც ხანძარს 101 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ემსხვერპლა - რას ამბობენ თვითმხილველები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ვაკის პარკიდან, სადაც ხანძარს 101 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ემსხვერპლა - რას ამბობენ თვითმხილველები

ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი სამამულო ომის მუზეუმის მეორე სართულის ერთ ოთახში გაჩნდა, სადაც 1918 წელს დაბადებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ცხოვრობდა.

მოხუცებული, სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა. ხანძრის შედეგად სულ 20 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა.

მომხდარზე გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს, რამაც ცეცხლის მოკიდებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.