loader

რა იპოვეს საფრანგეთში დაკავებული ქართველების ბინაში - ვიდეომასალაში მოპარული ტანსაცმელი და სხვა ნივთმტკიცებები ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იპოვეს საფრანგეთში დაკავებული ქართველების ბინაში - ვიდეომასალაში მოპარული ტანსაცმელი და სხვა ნივთმტკიცებები ჩანს

საფრანგეთის ჟანდარმერიისა და ქართველი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 13 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საფრანგეთში მოქმედი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.

ნახეთ დეტალურად: საფრანგეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი "კანონიერი ქურდია" - საგანგებო ბრიფინგი დეტალებზე