loader

კადრები და კომენტარი ზუგდიდიდან, სადაც ინკასაციის მანქანას დაესხნენ, დაჭრილია ინკასატორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები და კომენტარი ზუგდიდიდან, სადაც ინკასაციის მანქანას დაესხნენ, დაჭრილია ინკასატორი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ინკასატორი ორმა პირმა მაშინ დააყაჩაღა, როდესაც ის ფილიალში შედიოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაჭრილია ინკასატორი.

"ლიბერთი ბანკის" გვერდით მდებარე "სახალხო აფთიაქში" აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი წვივის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.