loader

"ფორმიან ბიჭებს რომ გხედავთ, ჩემი შვილი მაგონდება" - დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის მეგობრები მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღე მიულოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფორმიან ბიჭებს რომ გხედავთ, ჩემი შვილი მაგონდება" - დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის მეგობრები მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღე მიულოცეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს. დაღუპული სამხედროების მეგობრები მათ მშობლებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს. "ფორმიან ბიჭებს რომ გხედავთ, ჩემი შვილი მაგონდება"... - ასეთი იყო დაღუპული შვილების თანამებრძოლებთან თვალცრემლიანი დედების მისალმება. დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული მსახური უსურვეს.