loader

"კრიმინალი, ბარიგა და მაროდიორი ხარ" - შელაპარაკება სააკაშვილის მხარდამჭერსა და მოწინააღმდეგე ემიგრანტებს შორის რომში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კრიმინალი, ბარიგა და მაროდიორი ხარ" - შელაპარაკება სააკაშვილის მხარდამჭერსა და მოწინააღმდეგე ემიგრანტებს შორის რომში

რომში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმროსთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი და მისი მოწინააღმდეგე ქართველი ემიგრანტი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა.

"არა ძალადობას", - ამ ლოზუნგით რომში, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ქართველების ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას აპროტესტებდა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ემიგრანტები, რომლებიც პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, შეხვედრაზე არ შეუშვეს, ამიტომ ისინი აქციას გარეთ მართავენ. შეხვედრაზე არშეშვების მიზეზად აქციის მონაწილეები ასახელებენ იმას, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით მათ განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, შეხვედრაზე ასევე არ შეუშვეს აკრედიტებული ჟურნალისტები და გადაღებისთვის მხოლოდ ოპერატორები დაუშვეს.

ასევე იხილეთ: "მიშა, მიშა!" - პირდაპირი ეთერი რომიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებთან შეხვედრას მართავს

ქართველი ემოგრანტების ნაწილი სააკაშვილის შეხვედრაზე არ შეუშვეს - პირდაპირი კადრები რომიდან

სააკაშვილის მხარდამჭერი: "ვარდით მოვიდა მიშა და ისევ ვარდით უნდა მივიღოთ, უნდა ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ"

"შ...გ ხომ არა აქვთ ამათ?!" - შარჟი, რომელიც სააკაშვილის ემიგრანტებთან რომში შეხვედრას მიუძღვნეს