loader

მირზა სუბელიანი საპატიმროს 4 თვეში დატოვებს - ნახეთ, რა განცხადებები გაკეთდა სასამართლოში პროცესის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მირზა სუბელიანი საპატიმროს 4 თვეში დატოვებს - ნახეთ, რა განცხადებები გაკეთდა სასამართლოში პროცესის შემდეგ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში, 9 ივლისს დატოვებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა, საიდანაც მას 9 თვე მოხდილი აქვს. მოსამართლის, ლელა ნოზაძის გადაწყვეტილებით, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან, დანაშაულის შეუტყობინებლობიდან 375-ე მუხლით, დანაშაულის დაფარვით გადაუკვალიფიცირდა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.