loader

შსს იმ ახალგაზრდის დაკავების კადრებს ავრცელებს, რომელმაც ბაკურიანში საკუთარი ძმა მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს იმ ახალგაზრდის დაკავების კადრებს ავრცელებს, რომელმაც ბაკურიანში საკუთარი ძმა მოკლა

პოლიციამ ძმის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდა დააკავა. შემთხვევა ბაკურიანში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ცივი იარაღით მოკლულია 30 წლის მამაკაცი. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი და ურთიერთშელაპარაკება.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას ძმის მკვლელობისთვის 13-იდან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.