loader

კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც ავტომანქანა გაჩერებაზე შევარდა და ქალს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც ავტომანქანა გაჩერებაზე შევარდა და ქალს დაეჯახა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. როგორც „პალიტრავიდეოს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, საშუალო ასაკის ქალი ავტობუსის გაჩერებასთან იდგა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა და ქალს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქალბატონმა დაზიანებები მიიღო, თუმცა, ის კონტაქტურია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც „პალიტრავიდეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიკა საჯაია