loader

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ - მძევლების დაკითხვა პოლიციაში გვიანობამდე გაგრძელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ - მძევლების დაკითხვა პოლიციაში გვიანობამდე გაგრძელდა

საქართველოს ბაკის ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 3 პირი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. სამართალდამცელები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ. სისიხლის სამართლის საქმე აღძრულია სამი მუხლით ყაჩაღობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. არსებული ინფრომაციით ჯერ კიდევ თავდასხმამდე ბოროტმოქმედებმა 2 ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათი დაკითხვა გლდანის N2 პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე გაგრძელდა, თუმცა ორივემ შენობა უკომენტაროდ დატოვა. თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე 8 მარტს დილით მოხდა. დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველების თქმით გაისმა 10-მდე გასროლის ხმა. თავდამსხმელებმა შემტხვევის ადგილი გატაცებული მანქანით დატოვეს. შსს-ის ინფორმაციიტ ბანკიდან თანხა არ წაუღიათ.

პოლიციის შენობა ჯერ მირანდა გერაძემ დატოვა, მოგვიანებით კი - 30 წლის ზურაბ ბერიკაშვილმაც.
ორივემ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ პოლიციას და მოახდინეს თუ არა გამტაცებლების იდენტიფიცირება.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ათეულობით მოწმე.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი გუშინ დააყაჩაღეს. დაყაჩაღებისას იყო სროლა და შემდეგ გაირკვა, რომ დამყაჩაღებლებმდე მანამდე ორი ახალგაზრდა მძევლად აიყვანეს.