loader

გიორგი თარგამაძე "იმედის" დარბევას დეტალურად იხსენებს: "თანამშრომლების ნაწილი იყო იატაკზე, ნაწილი - კედელზე აყუდებული" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი თარგამაძე "იმედის" დარბევას დეტალურად იხსენებს: "თანამშრომლების ნაწილი იყო იატაკზე, ნაწილი - კედელზე აყუდებული"

ტელეკომპანია "იმედში" უკანონოდ შეჭრის და დარბევის საქმეზე არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილი დირექტორი გიორგი თარგამაძე დაიკითხა. გიორგი თარგამაძემ დეტალურად გაიხსენა პროცესები, რაც 2007 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდს და კონკრეტულად ტელეკომპანიაში შეჭრის ფაქტს ეხებოდა. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის დილას პარლამენტის წინ რამდენიმე პოლიტიკოსის დარბევა მოხდა და ამან გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია. თარგამაძე იხსენებს, რომ დარბევის დროს ტელეკომპანიის და ჟურნალისტების მიმართ ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები. მისივე თქმით, "იმედში" შეჭრისას პირადად შეეჩეხა სპეცრაზმელებს. თანამშრომლების ნაწილი იყო იატაკზე, ნაწილი - კედელზე აყუდებული. მისივე თქმით, თანამშრომლები, მათ შორის თავად, სპეცრაზმის წარმომადგენლებს ტყვეობაში ჰყავდათ. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა.