loader

მძიმე კადრები გომბორიდან - საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპი" შეეჯახა, გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები გომბორიდან - საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპი" შეეჯახა, გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი

გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპის" მარკის მანქანა შეეჯახა. შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.



ავტორი: ნათია წითელაური