loader

ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტები შეუშვეს, დავით ქაცარავა არა - მიზეზი მისთვის უცნობია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტები შეუშვეს, დავით ქაცარავა არა - მიზეზი მისთვის უცნობია

სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები, ვინც ხურვალეთის შესასვლელთან იმყოფებოდნენ, სოფელში შეუშვეს. ისინი ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მათთან ერთად იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლებიც. სულ ხურვალეთში 5 სამოქალაქო აქტივისტი შეუშვეს. მათ შორის არ არის ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობასიას" წარმომადგენელი დავით ქაცარავა. მიზეზი, თუ რის გამო, არ უშვებენ მას ხურვალეთში, მისთვის უცნობია, თუმცა, ძალოვანი უწყების მოთხოვნას დაემორჩილა. კითხვაზე, თუ ვისგან მიიღო მან მითითება, ხურვალეთში არ შესულიყო, განაცხადა, რომ ეს ძალოვანი უწყებების წარმოამდგენლებისგან მიიღო.