loader

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა ჩამოვარდა

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.