loader

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა: ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავამყოფოში, მესამე მართვით სუნთქვაზეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა: ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავამყოფოში, მესამე მართვით სუნთქვაზეა

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი "ამტელ ჰოსპიტალში" გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.

რაც შეეხება მშენებლობიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს, მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.