loader

საბერძნეთში სქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის "კანონიერი ქურდი", მეტსახელად "თავა" დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბერძნეთში სქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის "კანონიერი ქურდი", მეტსახელად "თავა" დააკავეს

საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი ლიდერი დააკავა. ჯგუფი ატიკას რეგიონში ბინების გაქურდვით იყო დაკავებული. სულ დაკავებულია ჯგუფის ოთხი წევრი, მათ შორის ერთი ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს გაქურდვისა და ძარცვის 28 საქმე უკავშირდება. ისინი საბერძნეთში ორი წლის განმავლობაში მოქმედებდნენ. ჯამში ნაქურდალის ღირებულება 200.000 ევროს შეადგენს.

ბერძნული მედია აღნიშნავს, რომ ჯგუფის ლიდერები ძვირადღირებულ აპარტამენტებში ცხოვრობდნენ. ჩხრეკისას ამოღებული იყო ფული, ოქროულობა, იარაღი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, 1981 წელს დაბადებული, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა - მეტსახელად "თავა". ასევე დაკავებული არიან:

1979 წელს დაბადებული თ.კ., 1978 წელს დაბადებული თ.ვ. და 1987 წელს დაბადებული ა.ვ. მათ, ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი.