loader

კადრები ვარკეთილიდან, სადაც "მარშრუტკის" მძღოლი დაჭრეს - რას ჰყვება თვითმხილველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ვარკეთილიდან, სადაც "მარშრუტკის" მძღოლი დაჭრეს - რას ჰყვება თვითმხილველი

თბილისში, ვარკეთილში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, ტაქსების ბოლო გაჩერებაზე მოხდა. დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა მამაკაცებს შორის შელაპარაკება, თუმცა დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.

დაჭრილი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.