loader

ქუთაისში და-ძმა სკოლიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში და-ძმა სკოლიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებულნი. ბავშვები კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი გუშინ დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, რა დროსაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.