loader

კადრები იტალიიდან, სადაც მძღოლმა მოსწავლეებით სავსე სკოლის ავტობუსი გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები იტალიიდან, სადაც მძღოლმა მოსწავლეებით სავსე სკოლის ავტობუსი გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა

იტალიაში მძღოლმა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავტობუსი გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა. ინციდენტი იტალიის ქალაქ მილანთან ახლოს მოხდა. საბედნიეროდ, ავტობუსში მყოფი ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, ისინი ფანჯრებიდან გადმოიყვანეს. მხოლოდ რამდენიმეს კვამლით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა.

მძღოლი 47 წლის იტალიის მოქალაქე, წარმოშობით სენეგალელია. იგი დააკავეს. როგორც ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, მძღოლი იტალიის იმიგრაციის პოლიტიკით იყო გაბრაზებული.

"შეწყვიტეთ სიკვდილი ზღვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დაგხოცავთ" - ყვიროდა ის.
გამომძიებლები ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაკავებულს წაუყენონ თუ არა ტერაქტის მცდელობის ბრალდებები.