X
აღელვებული ადა მარშანიას სიტყვა და მიმიკური გამოხედვები, როდესაც ტრიბუნიდან კობახიძეს კივილით მიმართა - დააკვირდით პოლიტიკოსების რეაქციებს მის გამოსვლაზე
12:00 / 21-03-2019
ბატონო კობახიძევ, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით, თქვენ გულის სიღრმეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით?! - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარეს,  ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ადა მარშანია ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა.

„არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და პირველად ჩემს ცხოვრებაში, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა, იმას ვიტყვი, ისე ვარ გადავსებული ემოციებით. ბატონო კობახიძევ, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით, თქვენ გულის სიღრმეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით?! აი, გულის სიღრმეში მაინც, თქვენს სინდისთან რომ მარტო დარჩებით, ეს თქვენ თქვენს თავზე მართლა გგონიათ?! თქვენ რა გაბედეთ გუშინ და რა მითხარით?! ამ პარლამენტში მართლაც ცუდი სმენადობაა და გუშინდელი დღიდან ვუსმენ ამ ჩვენს უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით. რაღაც თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ. მე ყურადღებაც არ მიმიქცევია. მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ ამ ხმაურში თურმე რა გითქვამთ?! ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, ე.წ.  პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" გაგიჟდეს, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე თქვენ რა გეშეველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო, მართლა რა გეშველებათ?! ‘, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ასევე იხილეთ: "საუკეთესო მაგალითი იყო რუსული ნარატივის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, თქვენი გამოსვლა" - თეა წულუკიანი ადა მარშანიას
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ანსამბლმა "რუსთავმა" დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა
პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია