loader

სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის ქრთამის გამორთმევის ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის ქრთამის გამორთმევის ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და კანონის გვერდის ავლით, მოქალაქეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისათვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.