loader

"ვინც ნახა, იმას რომ იჭერენ, ეს არის რეაქცია? მე და თქვენც რომ შეიძლება ვიყოთ დასაკავებელთა სიაში" - ჟურნალისტის მწვავე შეკითხვა მამუკა ბახტაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც ნახა, იმას რომ იჭერენ, ეს არის რეაქცია? მე და თქვენც რომ შეიძლება ვიყოთ დასაკავებელთა სიაში" - ჟურნალისტის მწვავე შეკითხვა მამუკა ბახტაძეს

ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს. როგორ დუმს გამოძიება, როცა ის მართლა ასეთ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ის რესურსები, რაც აქვს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიებაში მაქსიმალურად ჩართულია. რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მყისიერი იყო", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის რეპლიკას უპასუხა იმის თაობაზე, რომ გამოძიება დუმს.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიბერდანაშაულის პრევენცია მოხდეს.

მამუკა ბახტაძემ მედიასთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ საუბარი იმაზე, თითქოსდა გამოძიება არაფერს აკეთებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.