loader

"მკვლელობის დასრულებისთანავე გიორგი ჭანტურია საკუთარი ავტომანქანით ტოვებს ადგილს" - რა ვიდეომასალა წარმოადგინა გამოძიებამ გენერალ ქუთათელაძის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკვლელობის დასრულებისთანავე გიორგი ჭანტურია საკუთარი ავტომანქანით ტოვებს ადგილს" - რა ვიდეომასალა წარმოადგინა გამოძიებამ გენერალ ქუთათელაძის საქმეზე

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეზე პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებებისა და მოწმეების წარდგენის პროცესი დაასრულა. მომდევნო კვირიდან კი დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ გენერლის მკვლელობის დღეს, გიორგი ჭანტურიას ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე და რუსთავში გადაადგილების ამსახველი ის ვიდეომასალა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა. სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი.

საქმის პროკურორის ლევან ჯალაღანიას განცხადებით, ვიდეოსათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებული ინფორმაციით დადასტურებულია, რომ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს და დროს გიორგი ჭანტურია იმყოფება ბაზრობის ტერიტორიაზე და მკვლელობის დასრულებისთანავე, ის საკუთრებაში არსებული ,,შკოდას“ მარკის ავტომანქანით ტოვებს შემთხვევის ადგილს.

ავტორი: მარი ვარდოშვილი