loader

ტექსელის კუნძულზე დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტექსელის კუნძულზე დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის ვინაობა ცნობილია

ჰოლანდიაში ჩატარებულმა დნმ ანალიზმა ლეუსდენში, ტექსელის კუნძულზე დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცის იდენტობა დაადგინა. აღნიშნული ანალიზი ჰოლანდიის სასამართლო-სამედიცინო ინსტიტუტმა ჩაატარა.

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დნმ ანალიზმა უდავოდ დაადგინა აქამდე უცნობი ჯარისკაცების ვინაობა. მკვლევარმა რემკო რეიდინგმა განაცხადა, რომ ანალიზი 100%-ით იძლევა იმის თქმის საშუალებას, თუ ვინ არის საფლავში დაკრძალული და წარწერა "უცნობი ჯარისკაცი" შეიძლება შეიცვალოს. საუბარია ქართველ ჯარისკაცებზე, ფიდო ჭოლიაშვილსა და ანტონ გვინიაშვილზე. მკვლევარი რემკო რეიდინგი საქართველოში იყო და პირადად მოუყვა აღნიშნული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ამ ამბის შესახებ.