loader

ხაზარაძემ სჯობს კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს - გიორგი გახარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაზარაძემ სჯობს კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს - გიორგი გახარია

"რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს, აღვასრულებ სრულად", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "თი-ბი-სი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, რა აზრის იყო მინისტრი მამუკა ხაზარაძის მოწოდებაზე, წერილთან დაკავშირებით სასამართლოში ემართლებინა თავი, მინისტრმა უპასუხა, რომ ხაზარაძემ სჯობს კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს.

შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს აღარ ადევნებს თვალყურს, რადგან დროის დაკარგვა არ სურს.