loader

"11 საათამდე აქვს დრო პრემიერ-მინისტრს" - რას ითხოვენ ვაკეში, ტრაგედიის ადგილას შეკრებილი აქციის მონაწილეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"11 საათამდე აქვს დრო პრემიერ-მინისტრს" - რას ითხოვენ ვაკეში, ტრაგედიის ადგილას შეკრებილი აქციის მონაწილეები

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან ჭავჭავაძის 5 ნომერთან უკვე მივიდნენ. ისინი იმ ადგილას გაჩერდნენ, სადაც გუშინ უბედური შემთხვევისას 2 მუშა გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ადგილას დარჩებიან მანამდე, სანამ არ მივლენ მთავრობის წარმომადგენლები. მათივე თქმით, ქვეყანაში მშენებლობის დროს არაერთი მუშა გარდაიცვალა, რაზეც პასუხი სწორედ ხელისუფლებამ უნდა აგოს.

"თბილისი სიკვდილის ქალაქია", "სოლიდარობა მუშებს", - ამ მოწოდებებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან ჭავჭავაძის #5-მდე მსვლელობა მოაწყვეს.