loader

"ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული

ანას სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული. ძალადობას ყოფილი მეუღლის მხრიდან ჰქონდა ადგილი რაღაც საგნის გამოყენებითაც, ხელითაც, ფეხითაც - თავის, გულ-მკერდის მიდამოებში.

ბოლო ინციდენტი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ, ბავშვს დღემდე ახსოვს ეს ძალადობის ფაქტი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განუცხადა.