loader

"კაბუ" საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს - რეპერის დედის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაბუ" საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს - რეპერის დედის პირველი კომენტარი

საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ", პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობის დედა ავრცელებს.
როგორც ცირა ნავროზაშვილი აცხადებს, საფრანგეთიდან შვილის მეგობარმა დაურეკა და ეს ამბავი აცნობა, თუმცა თავად "კაბუ" ოჯახს ჯერჯერობით არ დაკონტაქტებია.

შეგახსენებთ, "კაბუ" ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 18 აპრილს დააკავეს.

მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყო 4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მათ შორის, ლაშა შუშანაშვილი.