loader

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ძმები დააკავეს - კადრებს შსს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ძმები დააკავეს - კადრებს შსს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.