loader

პირველი კადრები მარტვილიდან, სადაც მამათა მონასტერი იწვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები მარტვილიდან, სადაც მამათა მონასტერი იწვის

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კადრებს "ფეისბუქზე" ონისე ჯანაშია ავრცელებს.