loader

პირველი კადრები ბათუმი-ქობულეთის გზიდან, სადაც ავტობუსი მთლიანად დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ბათუმი-ქობულეთის გზიდან, სადაც ავტობუსი მთლიანად დაიწვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიდაგები არიან მობილიზებული. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება.