loader

"არ მიეკარო!" - ახალგაზრდა მამაკაცმა მთავარ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მიეკარო!" - ახალგაზრდა მამაკაცმა მთავარ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა

ახალგაზრდა მამაკაცმა მთავარ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა.

33 წლის ლევან ჯიქურის ადვოკატის, ალექსანდრე ზუბიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქურდობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, რასაც ბრალდებული არ ეთანხმება.

"რუსთავი 2" -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიქურმა ერთ-ერთი კლინიკიდან ტელევიზორი მოიპარა, თუმცა, მეორე დღეს უკან დააბრუნა და დანაშაული აღიარა. ამის გამო ლევან ჯიქური ითხოვს, რომ გამოძიება მის წინააღდმეგ შეწყდეს და საქმე დაიხუროს.

ლევან ჯიქური ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ინტერესების დამცველ ადვოკატს შეხვდნენ. განცხადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს. განცხადების მიხედვით, "პროკურატურის წარმომადგენლებმა არსებული სამართლებრივი ვითარება ბრალდებულსაც განუმარტეს.
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორთან ერთად, ბრალდებულ ლევან ჯიქურს განუცხადა, რომ პროკურატურა დამატებით შეისწავლის სისხლის სამართლის საქმეს და დღეს მოწოდებულ ინფორმაციას. მიღებული გადაწყვეტილება კი, მას გონივრულ ვადაში ეცნობება".