loader

ჩხუბი ბათუმის საკრებულოში, დეპუტატებმა ერთმანეთს სცემეს - "ვაიმე, ვაიმე... გამიშვით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი ბათუმის საკრებულოში, დეპუტატებმა ერთმანეთს სცემეს - "ვაიმე, ვაიმე... გამიშვით"

ბათუმის საკრებულოში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველ გუნდს საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, ბათუმის მერიის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.