loader

რა მდგომარეობაშია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ახლა, ძლიერი ხანძრის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაშია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ახლა, ძლიერი ხანძრის შემდეგ

პარიზში ღვთისმშობლის ტაძართან ამ დრომდე რჩებიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციის სამსახურის სხვა წარმომადგენლები. ისინი ცეცხლის ბოლომდე ლიკვიდაციას და შენობის არქიტექტურის გადარჩენას ცდილობენ. 850 წლის გოთიკურ ტაძარში ხანძარმა სახურავი დააზიანა, თუმცა მთავარი სტრუქტურა, მათ შორის ორი სამრეკლო გადარჩა.

პარიზის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, იგი შესაძლოა უკავშირდებოდეს სარესტავრაციო სამუშაოებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა. მისივე თქმით, უფრო ცუდის აცილება მოხერხდა. მაკრონი პირობას დებს, რომ დაიწყებს საერთაშორისო კამპანიას საჭირო თანხების შესაგროვებლად, რათა ტაძრის ხელახლა აშენება მოხდეს.

ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძარს მალევე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს საფრანგეთის კულტურის სიმბოლო უწოდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ კი აღნიშნა, რომ მისი ფიქრები ახლა ფრანგ ხალხთანაა.