loader

დაპირისპირება მოქალაქეებსა და დაცვის წევრებს შორის "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე, სადაც 3 მუშა ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება მოქალაქეებსა და დაცვის წევრებს შორის "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე, სადაც 3 მუშა ჩამოვარდა

„პანორამა თბილისის“ მშენებლობის ადგილზე, სადაც რამდენიმე საათის წინ სამი მუშა დაშავდა, შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ.

მშენებლობის ტერიტორიაზე შრომის ინსპექციის თანამშრომლებს არ უშვებდნენ, რის გამოც შეკრებულ მოქალაქეებსა და მშენებლობის დაცვის წევრებს შორის სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შრომის ინსპექტორები ამჟამად ტერიტორიაზე იმყოფებიან და ამოწმებენ ობიექტზე არსებულ პირობებს.

ასევე ადგილზე იმყოფებიან გრიგოლ გეგელია, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი კუპრაძე.

ასევე იხილეთ: "ბიჭო, წყალი!.. ნუ გეშინიათ!" - პირველი წუთები, როცა "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან მუშები ჩამოვარდნენ

პანორამა თბილისის მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან