loader

"20 კაცი ვართ, ორსული გოგოა, მოხუცები არიან... დილის 6 საათიდან აქ ვდგავართ" - გუდაურში თოვლში ჩარჩენილები დახმარებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"20 კაცი ვართ, ორსული გოგოა, მოხუცები არიან... დილის 6 საათიდან აქ ვდგავართ" - გუდაურში თოვლში ჩარჩენილები დახმარებას ითხოვენ

გუდაურში ჩარჩენილი მგზავრებით სავსე ავტობუსი თბილისის მიმართულებით გზის გაგრძელებას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეძლებს. ამ წუთებში მაშველები იმ ავტომობილის გზიდან გადაყვანას ცდილობენ, რის გამოც გზის სავალი ნაწილი პარალიზებულია. როგორც ცნობილია, კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც თბილისის მიმართულებით მოძრავმა ავტობუსმა გადაადგილება ვეღარ შეძლო. ამასთან, ზვავსაშიშროების და ქარბუქის გამო ვერ მოხერხდა მგზავრების ევაკუაციაც.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, შეზღუდვები კობი-გუდაურის მონაკვეთზე გაგრძელდება, რადგან გზის ამ მონაკვეთზე კვლავ ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა.