loader

"რაღაც ტიპის უთანხმოება მასსა და პრემიერს შორის" - რას ამბობენ დეპუტატები ეკონომიკის მინისტრის გადადგომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაღაც ტიპის უთანხმოება მასსა და პრემიერს შორის" - რას ამბობენ დეპუტატები ეკონომიკის მინისტრის გადადგომაზე

გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, - ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება.