loader

2 ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ძვირად ღირებული ავტომობილი - რა ქონებით მოვიდა ეკონომიკის მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ძვირად ღირებული ავტომობილი - რა ქონებით მოვიდა ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა. თურნავას მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრი. 2018 წლის 14 ნოემბერს შევსებულ დეკლარაციაში თურნავას წინა თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი არ აქვს მითითებული. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომდე, 2013-18 წლებში თურნავას "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.

რაც შეეხება მის დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მინისტრი ფლობს: 130,79 კვადრატული მეტრისა და 137,21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე, დედაქალაქში მდებარე 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML class, რომელიც მინისტრმა 2014 წელს 43 000 დოლარად შეიძინა.