loader

ბათუმში მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. "ატმეჩკით", კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. "ატმეჩკით", კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. "ატმეჩკის" გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა.

სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ,,ატმეჩკები'', კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის

მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.