loader

"ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, არ ჰქონდათ საკვები, ჩასაცმელი" - მეზობლების ინფორმაციით, ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვი მძიმე პირობებში იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, არ ჰქონდათ საკვები, ჩასაცმელი" - მეზობლების ინფორმაციით, ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვი მძიმე პირობებში იყო

ზუგდიდის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით,10 ბავშვი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანა, მთელი დღის განმავლობაში ტიროდნენ.

"ტირილი ისმოდა, თითქოს ვიღაც სცემდა. მივხვდი, რომ ერთი ბავშვის ტირილს არ ჰგავდა. როცა გამოვედი და ვიკითხე თქვეს, ვიღაცასთან ქირით არიანო", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეორე მეზობელი აცხადებს, რომ ბავშვებთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რუსულად საუბრობდა.