loader

რა მოუვიდა მიწისძვრის დროს ცათამბჯენის სახურავზე არსებულ გიგანტურ აუზს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოუვიდა მიწისძვრის დროს ცათამბჯენის სახურავზე არსებულ გიგანტურ აუზს

ფილიპინებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მიწისქვეშა ბიძგებმა მნიშვნელოვნად დააზიანა აეროპორტი და სხვა ინფრასტრუქტურა. 20-ზე მეტი დაშავებული უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოებში. სტიქიის ზონებში საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს. მაშველები შიშობენ, რომ პამპანგას პროვინციაში ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი.

სწორედ აღნიშნული პროვინცია დააზარალა მიწისძვრამ ყველაზე მეტად. მიწისძვრა ფილიპინების მთავარ კუნძულ ლუსონზე, ადგილობრივი დროით 17 საათსა და 11 წუთზე მოხდა. ბიძგები დედაქალაქ მანილაშიც იგრძნობოდა. სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა.