loader

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, დღეს, მართლმადიდებლები ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან.

ნიშნად უფლის მოწყალებისა ზეციური ცეცხლის გადმოსვლას უფლის საფლავზე მორწმუნეები ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ამისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში შევა და საფლავი დაიხურება.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს აღავლენს.