loader

"მოტოციკლით მატარებელს შეასკდა" - სტრასბურგში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოტოციკლით მატარებელს შეასკდა" - სტრასბურგში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

სტრასბურგში ქართველი ემიგრანტი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. მისი გარდაცვალების 
შესახებ სოციალურ ქსელში წერენ: "საშინელი ტრაგედია
სტრასბურგში!
ავტოკატასტროფას ახალგაზრდა ქართველის, ჯაბა უბილავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთ-ერთი ვერსიით, ის მოტოციკლით რკინიგზის გადასასვლელზე მატარებელს გადაჭარბებული სიჩქარით შეასკდა და ბორბლებქვეშ მოყვა.
ცხედარს უკვე გაუკეთეს ექსპერტიზა და უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოში გადასვენება".