loader

თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა, რომლებშიც უფასო wifi-თ შეძლებთ სარგებლობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა, რომლებშიც უფასო wifi-თ შეძლებთ სარგებლობას

თბილისს 220 ახალი ავტობუსი ეყოლება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"საუბარია 8-მეტრიან ავტობუსებზე. ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, wifi-მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას", - განაცხადა კალაძემ.

ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.