loader

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ

საფრანგეთის ელჩი საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც პასკალ მენიე აღნიშნავს, საფრანგეთმა თავის დროზე მხარი დაუჭირა საქართველოში ვიზალიბერალიზაციას და მათი პრიორიტეტია, რომ ეს შენარჩუნდეს.
გარდა ამისა, იგი გაუგებარს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში მზარდია საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. ელჩის თქმით, საფრანგეთის მიზანია, რომ სიტუაცია დარეგულირდეს. პასკალ მენიეს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუდმივი მუშაობის რეჟიმშია და უახლოეს პერიოდში საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება.