loader

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა - უახლესი ინფორმაცია ტრაგიკულ შემთხვევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა - უახლესი ინფორმაცია ტრაგიკულ შემთხვევაზე

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მგზავრს მატარებელი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. არსებული ინფორმაციით, მგზავრი ახალგაზრდა ბიჭია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

როგორც პრესსამსახურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მომხდარის გამო მეტროს პირველ ხაზზე ზონალური მოძრაობა ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.