loader

ოქროს მოსასხამში გამოწყობილმა ტაილანდის ახალმა მმართველმა თავი 7-კილოგრამიანი თავსაბურავით დაიმშვენა - პომპეზური მომენტები მეფედ კურთხევის ცერემონიალიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქროს მოსასხამში გამოწყობილმა ტაილანდის ახალმა მმართველმა თავი 7-კილოგრამიანი თავსაბურავით დაიმშვენა - პომპეზური მომენტები მეფედ კურთხევის ცერემონიალიდან

მოოქროვილ სამოსში გამოწყობილმა ტაილანდის ახალმა მეფემ, 66 წლის მაჰა ვაჯირალონგჯორნმა 7-კილოგრამიანი ოქროს თავსაბურავით დაიმშვენა თავი.

შეგახსენებთ, რომ ტაილანდის მეფედ კურთხევის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე, 66 წლის მაჰა ვაჯირალონგკორნმა საკუთარი დაცვის წევრზე იქორწინა. ქორწინების შედეგად ქალს დედოფლის ტიტული მიენიჭა.

მაჰა ვაჯირალონგკორნი ტაილანდის კონსტიტუციური მონარქი 2016 წელს, მამის, მეფე ბუმიბოლ ადულიადეის გარდაცვალების შემდეგ გახდა.

დედოფალი სუთიდა ტიდჯაი ტაილანდის ავიახაზების ყოფილი ბორტგამცილებელია. 2014 წელს ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრემ, ის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნა, 2016 წელს კი გენერლის წოდებაც მიანიჭა.

მეფე რამა X ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა და 7 შვილი ჰყავს.