loader

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. ანტალია-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა.

თურქეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 5 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც რუსთავი 2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნიშნავს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.