loader

თელავში, უნივერსიტეტის ეზოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 22 წლის ახალგაზრდა დააკევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელავში, უნივერსიტეტის ეზოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 22 წლის ახალგაზრდა დააკევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ნ.-მ ქალაქ თელავში, უნივერსიტეტის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1995 წელს დაბადებულ ა. კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყვარლის რაიონის სოფელ ენისლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციითვე, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი-მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 236-ე და 237-ე მუხლებით მიმდინარეობს.