loader

რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

დღეიდან 9 მაისის ჩათვლით, რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა გვირაბის შემოვლით გზაზე იქნება შესაძლებელი. აკრძალვა გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს უკავშირდება.

7-დან 9 მაისის ჩათვლით, რიკოთის გვირაბში გადაადგილება ღამის საათებში იქნება აკრძალული, კერძოდ, ავტომფლობელებს შემოვლითი გზით სარგებლობა 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე მოუწევთ.