loader

როგორ დასვეს იძულებით ინდოეთის გამანადგურებლებმა სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა - AN-12 უკრაინული აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დასვეს იძულებით ინდოეთის გამანადგურებლებმა სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა - AN-12 უკრაინული აღმოჩნდა

მედიასაშუალება ndtv.com-ის ინფორმაციით, ინდოეთის გამანადგურებლებმა სატვირთო თვითმფრინავს AN-12, რომელიც თბილისიდან დელის მიმართულებით ყარაჩის გავლით მიფრინავდა, საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს. ინდური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში AN-12 საქართველოს სატვირთო თვითმფრინავად არის მოხსენიებული.

სინამდვილეში კი სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა და ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს, უკრაინულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ AN-12 ტიპის თვითმფრინავი არც ერთ ქართულ კომპანიას არ ეკუთვნის და არ ირიცხება საქართველოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. მათი ცნობით, საჰაერო ხომალდი ეკუთვნის უკრაინულ სატვირთო ავიაკომპანია „მოტორსიჩს“, რომელმაც თბილისის აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა და მერე გაფრინდა დელიში.